რე|ბანკის პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ ვადებზე ეფექტური განაკვეთი 0%-ია. იშოპინგე 12 თვემდე განვადებით მათთან. ნებისმიერ სხვა შენაძენზე/გადახდაზე კი, მათ შორის, კომუნალურ და სხვა გადახდებზე, ისარგებლე 45-დღემდე საშეღავათო პერიოდით და დაფარე მხოლოდ ხარჯი.
ჩვენი განვადებით სარგებლობა შეგიძლია ტოპ|ქარდის გამოყენებით. მასზე წინასწარ გიმტკიცდება 10000 ლარამდე განვადების სასურველი ლიმიტი. ამ თანხით ნივთის/მომსახურების შეძენისას ადგილზე იხდი სრულ ღირებულებას. ხარჯი კი ყოველგვარი დანამატის გარეშე ნაწილდება რამდენიმე თვეზე.
ტოპ|ქარდის ასაღებად რა არის საჭირო?
ტოპ|ქარდი რომ აიღო, დადასტურებული შემოსავალი უნდა გქონდეს. ბარათის გაცემისას ვითვალისწინებთ საკრედიტო ისტორიას და მიმდინარე ვალდებულებებსაც.
მართლა არაფერს ვიხდი ზედმეტს?
განვადების რეკომენდებულ ვადებში დაფარვისას იხდი მხოლოდ იმას, რასაც ხარჯავ. ბარათი უფასოა და არც წლიური მომსახურების საკომისიო აქვს.
რეალურად უპროცენტო განვადება |
რე|ბანკის პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ ვადებზე ეფექტური განაკვეთი 0%-ია.
არანაირი დამატებითი ხარჯი
იხდი მხოლოდ შენაძენის ღირებულებას, რადგან შენი განვადების საკომისიოს თავად სავაჭრო ობიექტის მიერ იფარება.
წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი
დაიმტკიცე 250-დან 10000 ლარამდე ლიმიტი ერთხელ და დახარჯე სადაც და რამდენჯერაც გინდა. ლიმიტის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვისას, ამ თანხის გამოყენება ისევ შეგიძლია. გაითვალისწინე, რომ ტოპ|ქარდის სადებეტო ანგარიშზე საკუთარი თანხას თუ განათავსებ ნებისმიერი გადახდისას თანხა ჯერ ამ ანგარიშიდან ჩამოიჭრება. ჩვენ გირჩევთ, საკუთარი თანხა რე|ბანკის სადებეტო ბარათზე განათავსოთ, რომელზეც ქეშბექსაც მიიღებთ და ხელუხლებელ ნაშთზე სარგებელიც დაგერიცხებათ.
განვადების ლიმიტის განაღდება
ტოპ|ქარდზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გაანაღდო საქართველოში ნებისმიერი ბანკომატიდან ან გადარიცხო სხვა ანგარიშზე.
განვადების დაანგარიშების მაგალითი |
5 იანვარს
რე|ბანკის პარტნიორ ტექნიკის მაღაზიაში შეიძინე 3,000 ლარის ღირებულების ტექნიკა. აღნიშნულ პარტნიორთან მოქმდებს 3 თვიანი უპროცენტო განვადება.
16 იანვარს
რე|ბანკის პარტნიორ ტურისტულ სააგენტოში ისარგებლე 1,000 ლარიანი მომსახურებით. აღნიშნულ პარტნიორ ობიექტში მოქმედებს 2 თვიანი უპროცენტო განვადება.
20 იანვარს
მეგობართან ერთად ისადილე რე|ბანკის პარტნიორ რესტორანში, სადაც გადაიხადე 100 ლარი. აღნიშნულ რესტორანში მოქმედებს 1 თვიანი უპროცენტო განვადება.
• თებერვალი 1,600 ₾ = 1000 (ტექნიკის ღირებულება / 3) + 500 (ტურისტული მომსახურების ღირებულება / 2)+ 100 (რესტორნის სრული ღირებულება)
• მარტი 1,500₾ = 1000 (ტექნიკის ღირებულება / 3) + 500 (ტურისტული მომსახურების ღირებულება / 2)
* გაითვალისწინე, რომ შემოსავლების დადასტურება აუცილებელია.
განვადების დაანგარიშება და დაფარვა |
შეტყობინება
ყოველი თვის 2 რიცხვში იგზავნება სმს შეტყობინება შენს მობილურის ნომერზე; სმს შეტყობინებაში მითითებულია თვის 1-ლი რიცხვის მდგომარეობით დაანგარიშებული მინიმალური და რეკომენდებული გადასახადები;
დაფარვა
გადასახადის დასაფარად აუცილებლად დაელოდე ჩვენს სმს შეტყობინებას. დავალიანების დაფარვა შეგიძლია ამავე თვის 15 რიცხვის ჩათვლით სრულად ან ნაწილ-ნაწილ;
რეკომენდებული ან მინიმალური გადასახადი
თუკი არ გყოფნის თანხა რეკომენდებული გადასახადისთვის, შეგიძლია მინიმალური შენატანი გადაიხადო. ამ შემთხვევაში განვადება აღარ იქნება უპროცენტო და დაგერიცხება მინიმალური შენატანის საპროცენტო განაკვეთი;
*გაითვალისწინე, რომ თვის ბოლოს შესრულებული ტრანზაქციები შესაძლოა არ მოხვდნენ ამ თვის დაანგარიშებაში და გადავიდნენ მომდევნო თვეში.