7 April, 2022
20% Discount on Vendoo for Top|Card Users
news

7 აპრილიდან - 7 მაისის ჩათვლით ვენდუზე (vendoo.ge) ტოპ|ქარდით გადახდისას ნებისმიერი შენაძენის ფასი 20%-ით შემცირდება (მაქს. 100 ლარი), დამატებით კი ფასდაკლებული ფასი 3 თვეზე გადანაწილდება თანაბრად, ეფექტური 0%.

აღნიშნული პირობა იმოქმედებს 1 თვის განმავლობაში ვენდუზე ყველა სახის და ღირებულების, მათ შორის ფასდაკლებულ, პროდუქციაზეც.

ვენდუს ფასდაკლების გარდა, ტოპ|ქარდის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვა მიმდინარე აქციებითაც:

-        15 აპრილის ჩათვლით ფარმადეპოში, ჯპს-ში და ავერსში გადახდილ 50 და მეტ ლარზე ქეშბექის სახით ბრუნდება 5 ლარი;

-        30 აპრილის ჩათვლით რე|ბანკის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების პარტნიორ მაღაზიებში დანახარჯი 6 თვეზე გადანაწილდება 3 თვის ნაცვლად.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, აფთიაქები, პარფიუმერია, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები და სხვა. პარტნიორ მაღაზიებში ტოპ|ქარდით შოპინგისას გადახდილი თანხა გადანაწილდება 3-12 თვემდე პერიოდზე. კონკრეტულ პარტნიორთან რეკომენდებული თვეების გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525.

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3u9fcjy  და ასევე, რე|ბანკის გაყიდვების წერტილებში და ფილიალებში:

თბილისი, პეკინის გამზირი #19

თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ

ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55

ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

მისამართები სრულად:  https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/

ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, რა თქმა უნდა, გაძვირების გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ადგილზე გადახდით ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.

Don’t miss exclusive

Offers

Download mobile application

Google Play
card

Don’t miss exclusive

Offers


qr code for application

Download mobile application

card