კარიერა
სტაჟირების პროგრამა

GROW - Get Ready for Opportunities at Work

რე|ბანკის სტაჟირების პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენ გთავაზობთ სტაჟირების განსხვავებულ, ანაზღაურებად პროგრამებს სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობით წარმატებული და დაინტერესებული სტაჟიორებისათვის. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს და ვთავაზობთ საინტერესო პროგრამებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებით.

რე|ბანკში სტაჟირების ადგილების შეზღუდულია და შერჩევა კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.

მინიმალური მოთხოვნები: ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მინიმუმ Intermediate დონე); განათლება - ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე

სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი

სტანდარტული სტაჟირების პროგრამა

შეგიძლიათ დაელოდოთ კონკრეტულ ვაკანსიას ან წინასწარ შეავსოთ განაცხადი, აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებები. თქვენთვის სასურველი მიმართულებით სტაჟიორის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში დაგიკავშირდებით და ჩაგრთავთ შერჩევის პროცესში, თუ თქვენი მონაცემები დააკმაყოფილებს მიმართულების მოთხოვნებს.

ფრონტ-ოფისის სტაჟირების პროგრამა

ფრონტ-ოფისის სტაჟირების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების კურსს. სტაჟირება შედგება 2 (ორი) ეტაპისგან. თეორიული კურსის ტესტირებაში კარგი შედეგების მქონე სტაჟიორები გადადიან მეორე, პრაქტიკული სწავლების (სტაჟირება სამუშაო ადგილას) ეტაპზე.

შესაბამისი ვაკანტური პოზიციის გამოჩენისთანავე წარმატებულ და მოტივირებულ სტაჟიორებს მიეცემათ რე|ბანკში კარიერის განვითარების შესაძლებლობა.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV
გთხოვთ, შეიყვანეთ თქვენი მონაცემები
ატვირთეთ თქვენი CV / სააპლიკაციო ფორმა (მაქს.5MB)
სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა; სააპლიკაციო ფორმა
გთხოვთ, 2 ან მეტი ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, გამოიყენოთ WinRAR ან ZIP ფორმატი.
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მალე დაგიკავშირდებით

Enter Code

Code validation