კარიერა
სწრაფი მომსახურების ოფიცერი (Scooter Squad)

რე|ბანკი დაინტერესებულ და მოტივირებულ პირებს სთავაზობს დასაქმებას სწრაფი მომსახურების ოფიცერი​ს  (Scooter Squad) პოზიციაზე.

 

გახდი ჩვენი გუნდის წევრი! შემოგვიერთდი განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოში.

 

სამუშაო ადგილი:თბილისი
სამუშაო გრაფიკი:
 მოქნილი (4 დღიანი სამუშაო კვირა)

ანაზღაურება: ყოველთვიურად ფიქსირებული + ბონუსი

ტრენინგები: მომსახურების სტანდარტები, საბანკო პროცედურებისა და პროდუქტების თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები

ტრანსპორტი: კომპანიის კუთვნილი სკუტერი და შესაბამისი აღჭურვილობა

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბანკო ბარათებისა ან/და სხვა დოკუმენტების დროულად და ეფექტურად მიწოდება არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის;
  • არსებული სტანდარტების გამოყენებით, მომხმარებელთა ვერიფიკაცია და საჭირო დოკუმენტებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • ყოველდღიურად დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, ფაილინგის წარმოება და კლიენტზე გადაცემული საბანკო პროდუქტის / მომსახურების ზუსტი აღრიცხვა;
  • მომხმარებლებთან ხანგძლივი ურთიერთობის შენარჩუნება, ხარისხიანი მომსახურების, კონსულტაციისა და მოლაპარაკებების გზით.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • სავალდებულოა მოპედის მართვის გამოცდილება. A1, A კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი; ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მოქნილობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2020 წლის 31 მარტისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ქალაქი: თბილისი
გამოგზავნის ბოლო ვადაა: აპრილი 30, 2020
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV
გთხოვთ, შეიყვანეთ თქვენი მონაცემები
ატვირთეთ თქვენი CV / სააპლიკაციო ფორმა (მაქს.5MB)
სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა; სააპლიკაციო ფორმა
გთხოვთ, 2 ან მეტი ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, გამოიყენოთ WinRAR ან ZIP ფორმატი.
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მალე დაგიკავშირდებით

Enter Code

Code validation