26 მარ 2021 ძლიერი ავტენტიფიკაცია
  1. რა არის ძლიერი ავთენტიფიკაცია და რა მიზანი აქვს?

 

ძლიერი ავთენტიფიკაცია გულისხმობს ინტერნეტ და მობაილ ბანკში ავტორიზაციისას სხვადასხვა კატეგორიის მინ. 2  ელემენტის გამოყენებას.

ძლიერი ავთენტიფიკაციის მიზანი შენი კონფიდენციალურობისა  და უსაფრთოხების მეტად დაცვაა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს  თაღლითობის და უკანონო ქმედებების რისკი.

 

  1. ძლიერი ავთენტიფიკაციისთვის რა არხებს იყენებს რე|ბანკი?

 

ინტერნეტ და მობ. ბანკში შესვლისას, ასევე, გადახდების ან გადარიცხვების განხორციელებისას, შეგყავს პაროლი და  უსაფრთხოების ერთჯერადი კოდი, რომელსაც სმს-ით იღებ რე|ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე.

 

  1. როდიდან შედის ძალაში ძლიერი ავენტიფიკაცია?

 

   ძლიერი ავთენტიფიკაცია ძალაშია 2021 წლის 22 მარტიდან.

 

  1. რაზე ვრცელდება ძლიერი ავენტიფიკაციის წესი?

 

  • ინტერნეტ/მობ. ბანკში შესვლაზე;
  • ელ. გადახდის ოპერაციებზე;
  • ნებისმიერ დისტანციურ ოპერაციაზე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს თაღლითობას ან/და სხვა უკანონო ქმედებას.

 

  1.  რომელი გადახდის/გადირცხვისას გჭირდება  ავთენტიფიკაციის გავლა?
  • ნებისმიერი მესამე პირის (მათ შორის რე|ბანკში არსებულ) ანგარიშზე გადარიცხვის დროს;
  • ნებისმიერი (კომუნალური გადახდა, მობილური ბალანსი, სახაზინო გადარიცხვა, ავტომატური საგადახდო დავალება, მესამე პირის ანგარიშზე) გადარიცხვის/გადახდის დროს.

 

  1. დაგჭირდება თუ არა საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვისას ძლიერი ავთენტიფიკაცია?

რე|ბანკში არსებულ საკუთარ ანგარიშზე თანხის გადარიცხვისას ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა საჭირო არ არის.

 

  1. ხება თუ არა ცვლილება ინტერნეტ/მობაილ ბანკში აქამდე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს?

 

ძლიერი ავთენტიფიკაციის ძალაში შესვლამდე დამატებული ყველა ბენეფიციარი უცვლელად რჩება. ბენეფიციარით გადარიცხვის შემთხვევაში, ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა მოგიწევს.

 

  1. როგორ მართო არსებული და დაამატო ახალი ბენეფიციარი, ძლიერი ავთენტიფიკაციის ძალაში შესვლის შემდეგ?

 

  • თუ ახალ ბენეფიციარს გადარიცხვისას ამატებ, ძლიერი ავთენტიფიკაცია აუცილებელია;
  • თუ ბენეფიციარს „შაბლონების მართვაში“ ამატებ, ძლიერი ავთენტიფიკაცია არ დაგჭირდება. თუმცა ამ პროცესის გავლა აუცილებელი იქნება ბენეფიციარით თანხის გადარიცხვისას;
  • მობილურის ნომრის შაბლონად დამატებისას ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა არ გჭირდება. თუმცა უშუალოდ მობილურის ბალანსის შევსებისას, არსებული შაბლონით ან ახალი ნომრით, აუცილებელია;
  • კომუნალური გადასახადების შაბლონის დამატებისას არ დაგჭირდება ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა;
  • ნებისმიერი ახალი თუ უკვე არსებული შაბლონით კომუნალური გადახდის შესრულებისას, საჭიროა ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა;
  • ავტომატური გადახდის/გადარიცხვის შაბლონებში ბენეფიციარის დამატებისას ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა მოგიწევს. თუმცა ამის შემდეგ ბანკი აღნიშნულ გადახდებს დამატებითი დადასტურების გარეშე შეასრულებს.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მალე დაგიკავშირდებით

Enter Code

Code validation