10 ნოე 2021 ჩაერთე რე|ბანკის გათამაშებაში და დასაჩუქრდი რე|ბანკი გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გიწვევს

უკვე მესამე წელია, რე|ბანკი TBILISI MURAL FEST-ის სპონსორია. 2019-2021 წლებში ბანკის უშუალო დაფინანსებით ქალაქის 8 კედელი მოიხატა.

პროექტის პოპულარიზაციისთვის რე|ბანკი იწყებს წამახალისებელ გათამაშებას ინსტაგრამზე, ფეისბუქზე და ტიკ-ტოკზე. წესები და პრიზები სამივე არხისთვის განსხვავებულია. გათამაშება 11 ნოემბერს დაიწყო და 30 ნომბერს დასრულდება, გამარჯვებულები კი 1 დეკემბერს გამოვლინდებიან.

⬤ გათამაშების წესები Facebook-ისთვის:

  • ● ესტუმრე რე|ბანკის უშუალო სპონსორობით შექმნილი ნამუშევრებიდან ერთ-ერთს და გადაიღე ფოტო/სელფი ისე, რომ კედელთან ერთად, შენც ჩანდე კადრში;
  • ● დადე public პოსტი შენს ფეისბუქ გვერდზე, მოთაგე რებანკი (@ სიმბოლოს გამოყენებით) და გამოიყენე ჰეშთეგები: #რებანკი #ტოპქარდი
  • ● გაიმარჯვებს ის 20 ავტორი, ვის პოსტსაც ყველაზე მეტი ლაიქი ექნება.
პრიზები: ტოპ ხუთეულს ზარას, ისი პარის, ვენდუს, ზუმერისა და რონიკოს 300-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. ხოლო შემდეგი 15 მონაწილე რე|ბანკისგან Mural Fest x Rebank-ის სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.
ასაკი: 18+

*ფეისბუქს აღნიშნულ გათამაშებასთან კავშირი არ აქვს.

⬤ გათამაშების წესები Instagram-ისთვის:

  • ● გამოგვყევი ინსტაგრამზე; https://www.instagram.com/rebankforchanges
  • ● ესტუმრე ბანკის უშუალო სპონსორობით შექმნილი ნამუშევრებიდან ერთ-ერთს და გადაიღე ფოტო/სელფი ისე, რომ კედელთან ერთად, შენც ჩანდე კადრში;
  • ● დადე პოსტი და გაუკეთე საინტერესო აღწერა, მოთაგე რებანკი (@rebankforchanges) და გამოიყენე ჰეშთეგები: #რებანკი #ტოპქარდი
  • ● 20 ყველაზე საინტერესო და ორიგინალური აღწერის ავტორს რე|ბანკის გუნდი გამოავლენს.

პრიზები: პირველ ორ ადგილოსანს საჩუქრად გადაეცემა Apple AirPods 2 და Sony-ს ფოტოაპარატი. ხოლო შემდეგი 18 მონაწილე რე|ბანკისგან Mural Fest x Rebank-ის სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.
ასაკი: 18+

*ინსტაგრამს აღნიშნულ გათამაშებასთან კავშირი არ აქვს.

⬤ გათამაშების წესები TikTok-ისთვის:

  • ● გამოგვყევი ტიკ-ტოკზე; https://www.tiktok.com/@rebankforchanges
  • ● ესტუმრე ბანკის უშუალო სპონსორობით შექმნილი ნამუშევრებიდან ერთ-ერთს და გადაიღე ნებისმიერი შინაარსის ვიდეო ისე, რომ კედელი გარკვევით ჩანდეს;
  • ● დადე პოსტი, მოთაგე რე|ბანკი (@rebankforchanges) და გამოიყენე ჰეშთეგები: #რებანკი #ტოპქარდი
  • ● გაიმარჯვებს ის ორი მონაწილე, რომლის პოსტიც ყველაზე მეტ ლაიქს მიიღებს.


პრიზები: პირველ ადგილზე გასული მონაწილე დასაჩუქრდება Samsung Galaxy Watch-ით, ხოლო მეორეადგილოსანი - Marshall-ის დინამიკით.
ასაკი: 18+

*ტიკ-ტოკს აღნიშნულ გათამაშებასთან კავშირი არ აქვს.

საერთო წესები:

  • ● გათამაშება 11 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბერს, 18 საათზე დასრულდება. მონაწილეები სწორედ ამ შუალედში უნდა ჩაერთონ გათამაშებაში.
  • ● გამარჯვებულები 1-ელ დეკემბერს გამოვლინდებიან - სამივე გათამაშების გამარჯვებულების შესახებ პოსტი რე|ბანკის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე გამოქვეყნდება.

**განვიხილავთ მხოლოდ იმ პოსტებს, რომლებიც შესაბამისი პირობების გათვალისწინებით იქნება გამოქვეყნებული.

საჩუქრების მიღება შესაძლებელი იქნება 2 დეკემბრიდან, 10:00-18:00 საათის შუალედში.

მისამართი: რე|ბანკის სათავო ოფისი, ჭავჭავაძის 37მ, მეოთხე სართული.
პრიზის მისაღებად საჭირო იქნება პირადობის მოწმობის წარმოდგენა და იმ სოციალური ქსელის პროფილის ჩვენება, რომლითაც ჩაერთო მონაწილე გათამაშებაში.

ესეც რე|ბანკის უშუალო სპონსორობით შექმნილი ნამუშევრების მისამართები და ავტორების შესახებ ინფორმაცია:

  • ● SNYDER - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე სტრიტ არტისტი ბერლინიდან. თბილისი, სიმონ ჩიქოვანის #39;
  • ● COLLIN VAN DER SLUIJS - ჰოლანდიელი მხატვარ-ილუსტრატორი და სტრიტ არტისტი. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე მდებარე გვირაბი;
  • ● QUINTE55ENZ - ორი ბერლინელი არტისტის, Thomas Granseuer-ისა და Tomislav Topic-ს ჯგუფი. თბილისი, რიყე, გვირაბის გვერდითა და შესასვლელი კედელი;
  • ● Innerfields - ბერლინელი არტისტების ჯგუფი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის #39;
  • ● MonkeyBird - ორი არტისტის კოლაბორაცია საფრანგეთიდან. თბილისი, წინამძღვრიშვილის 97;
  • ● Faith47 - არტისტი სამხრეთ აფრიკიდან. თბილისი, ათონელის 4;
  • ● Thiago Mazza - არტისტი ბრაზილიიდან. თბილისი, ვარკეთილის მე-3 მასივში, კალოუბნის ქ. 14;
  • ● დავით სამხარაძე - ქართველი არტისტი. თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა #4.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მალე დაგიკავშირდებით

Enter Code

Code validation