10 დეკ 2020 რე|ბანკის საახალწლო აქცია დაიწყო

ახლა, როგორც არასდროს, ტოპ|ქარდის აღების დროა. იმისთვის, რომ მეტი საჩუქრის ყიდვა შეძლოთ და თანხა სხვა სურვილებისთვისაც დაგრჩეთ, 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში რე|ბანკის ყველა პარტნიორ ობიექტში* უპროცენტო (ეფექტური 0%) განვადების ვადები გაორმაგებული იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ რე|ბანკის პარტნიორებთან თქვენი შენაძენების ღირებულებას ყოველგვარი დანამატის გარეშე ორჯერ მეტ პერიოდზე გადაანაწილებთ და საჩუქრის გარეშეც არავინ დაგრჩებათ.

აქციის პერიოდამდე და შემდეგაც შეგიძლიათ ტოპ|ქარდით რებანკის პარტნიორებთან ონლაინ შეიძინოთ ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, ტანსაცმელი, სარემონტო მასალები, სათამაშოები და სხვა მრავალი ნივთი, თანხა კი რეკომენდებულ ვადებზე გაგინაწილდებათ და ეფექტური 0%-იანი განვადებით ისარგებლებთ.

ანალოგიური პირობა მოქმედებს მაშინაც, თუ სასურველი ნივთების შეძენა რომელიმე უცხოური ან რე|ბანკის არა-პარტნიორი ვებ გვერდიდან გინდათ. ასეთ შემთხვევაში 45-დღემდე ეფექტური 0%-იანი გადავადებით ისარგებლებთ. უფრო მეტიც! თუ ტოპ|ქარდს ახლა აიღებთ და აქციაში ჩაერთვებით, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება 6 თვეზე თანაბრად გადაგინაწილდებათ, თანაც პროცენტის გარეშე. ტოპ|ქარდის აღება უფასოა.

  • ბარათს არ აქვს გაცემის ან მომსახურების საკომისიო;
  • საკრედიტო ლიმიტი 10 000 ლარამდე ერთხელ მტკიცდება და მის ფარგლებში შეგიძლიათ იშოპინგოთ შეუზღუდავად, ყოველ შენაძენზე არ გიწევთ ახალი განვადების გაკეთება;
  • დაშვებულია საკრედიტო ლიმიტის განაღდება ნებისმიერი ბანკომატიდან.

თუკი ჯერ არ გაქვთ ტოპ|ქარდი, კარგად გაეცანით პირობებს და მარტივად აიღეთ ტოპ|ქარდი ონლაინ.

როგორ ხდება ტოპ|ქარდის შეკვეთა?

ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს დადასტურებული შემოსავალი და სურს ტოპ|ქარდის აღება, ამის გაკეთება ონლაინ შეუძლია ბმულზე: https://rbnk.ge/App . დისტანციური იდენტიფიკაციის და განაცხადის შევსების 2-წუთიანი პროცედურა ძალიან მარტივია. დადასტურების შემთხვევაში კი ბარათს რე|ბანკის კურიერი თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიიტანს.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში rebank.ge+995 32 222 25 25 | *2525

 

* გაორმაგებული ვადები არ ვრცელდება ელიტ-ელექტრონიქსის ქსელზე. აქ პირველ შენაძენზე 10-თვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებაა, ხოლო მომდევნო შენაძენებზე 6-თვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება.

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მალე დაგიკავშირდებით

Enter Code

Code validation