განვადების
ბარათი

შეიძინე ნებისმიერი პროდუქტი 1000-ზე
მეტ პარტნიორ ობიექტში განვადებით და დაანაწევრე ხარჯები

Close
0%-იანი
განვადება
ეფექტური 0%
რე|ბანკის პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ ვადებზე ეფექტური განაკვეთი 0%-ია. იშოპინგე 12 თვემდე განვადებით ჩვენს პარტნიორებთან, ხოლო სხვა ნებისმიერ შენაძენზე ისარგებლე 45-დღიანი საშეღავათო პერიოდით და დაფარე მხოლოდ ნივთის ღირებულება.
5000 ლარამდე ლიმიტი
მინ. 250 ლარიდან
დაიმტკიცე სასურველი ლიმიტი წინასწარ და გამოიყენე სადაც და რამდენჯერაც გინდა.
რეალურად უპროცენტო განვადება |
რე|ბანკის პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ ვადებზე ეფექტური განაკვეთი 0%-ია.
არანაირი დამატებითი ხარჯი
იხდი მხოლოდ შენაძენის ღირებულებას, რადგან შენი განვადების საკომისიოს თავად სავაჭრო ობიექტის მიერ იფარება.
წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი
დაიმტკიცე 250-დან 5000 ლარამდე ლიმიტი ერთხელ და დახარჯე სადაც და რამდენჯერაც გინდა. ლიმიტის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვისას, ამ თანხის გამოყენება ისევ შეგიძლია. გაითვალისწინე, რომ ტოპ|ქარდის სადებეტო ანგარიშზე საკუთარი თანხას თუ განათავსებ ნებისმიერი გადახდისას თანხა ჯერ ამ ანგარიშიდან ჩამოიჭრება. ჩვენ გირჩევთ, საკუთარი თანხა რე|ბანკის სადებეტო ბარათზე განათავსოთ, რომელზეც ქეშბექსაც მიიღებთ და ხელუხლებელ ნაშთზე სარგებელიც დაგერიცხებათ.
განვადების ლიმიტის განაღდება
ტოპ|ქარდზე დამტკიცებული ლიმიტის განაღდებაც შეგიძლია ნებისმიერი ბანკომატიდან საქართველოში.
განვადების-ბარათი-ტოპქარდი

პარტნიორები და შეთავაზებები

ალტა

3 თვე განვადება

ბიბლუსი

1 თვე გადავადება

მეგატექნიკა

2 თვე განვადება

ვიშლისთი

3 თვე განვადება

Gepherrini

2 თვე განვადება

რონიკო

3 თვე განვადება

Topmart

3 თვე განვადება

ავერსი

1 თვე გადავადება

აგროჰაბი

1 თვე განვადება
2% ქეშბექი

სოკარი

1 თვე გადავადება

ყვარლის ტბა

3 თვე განვადება

ბრენდ ელექტრონიქსი

3 თვე განვადება
განვადების თანხის დაფარვის მაგალითი
5 იანვარს
რე|ბანკის პარტნიორ ტექნიკის მაღაზიაში შეიძინე 3,000 ლარის ღირებულების ტექნიკა. აღნიშნულ პარტნიორთან მოქმდებს 3 თვიანი უპროცენტო განვადება.
16 იანვარს
რე|ბანკის პარტნიორ ტურისტულ სააგენტოში ისარგებლე 1,000 ლარიანი მომსახურებით. აღნიშნულ პარტნიორ ობიექტში მოქმედებს 2 თვიანი უპროცენტო განვადება.
20 იანვარს
მეგობართან ერთად ისადილე რე|ბანკის პარტნიორ რესტორანში, სადაც გადაიხადე 100 ლარი. აღნიშნულ რესტორანში მოქმედებს 1 თვიანი უპროცენტო განვადება.

  • • თებერვალი 1,600 ₾ = 1000 (ტექნიკის ღირებულება / 3) + 500 (ტურისტული მომსახურების ღირებულება / 2)+ 100 (რესტორნის სრული ღირებულება)
  • • მარტი 1,500₾ = 1000 (ტექნიკის ღირებულება / 3) + 500 (ტურისტული მომსახურების ღირებულება / 2)
  • • აპრილი 1,000₾ = 1000 (ტექნიკის ღირებულება / 3)

ტოპ|ქარდის სადებეტო ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია: რე|ბანკის ფილიალებში, თიბისი ფეის ნებისმიერ აპარატში ან სხვა საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩარიცხვით;
განვადების დაფარვა შესაძლებელია: რე|ბანკის ფილიალებში, თიბისი ფეის ნებისმიერ აპარატში, კონტაქტ ცენტრში ან ინტერნეტ/მობაილბანკით განვადების გრაფიკის გვერდზე „გადახდის“ ღილაკით. კონტაქტ ცენტრის და ინტერნეტ/მობაილბანკით განვადების დასაფარად აუცილებელია სადებეტო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობა.

3D უსაფრთხოების სერვისი
ბარათზე სრულიად უფასოდაა გააქტიურებული 3D უსაფრთხოების სერვისი, რომელიც კიდევ უფრო დაცულს ხდის ონლაინ შოპინგს.
რა არის 3D უსაფრთხოება?
3D უსაფრთხოება, საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი დამატებითი სერვისია, რომელიც საშუალებას გაძლევს კიდევ უფრო დაცული იყო ინტერნეტ სივრცეში საბანკო ბარათით შესყიდვისას.
როგორ მუშაობს 3D უსაფრთხოების სერვისი?
უსაფრთხო ონლაინ შესყიდვების დასადასტურებლად, ჩვენთან რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებ ერთჯერად კოდს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
3D უსაფრთხოების უპირატესობები:
• 3D კოდი გიცავს ბარათის მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან;
• 3D კოდი ცვალებადია და ყოველი გადახდისას იღებ ერთჯერადად;
• 3D კოდი გეგზავნება მხოლოდ შენ, ბარათის მფლობელს და არ არის ხელმისაწვდომი სხვა მესამე პირისთვის, მათ შორის, არც ვებ გვერდის მფლობელისთვის.
როგორ ავიღო ტოპ|ქარდი?
დაუკავშირდი ჩვენს კონტაქტ ცენტრს: 
(+995 32) 222 25 25 | *2525
* გაითვალისწინე, რომ შემოსავლების დადასტურება აუცილებელია.
მოითხოვე ბარათი და მიიღე სახლიდან გაუსვლელად (*თბილისის მასშტაბით)

Enter Code

Code validation