არარეზიდენტი იურიდიული პირების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი მცირდება 0.5%-ით ყველა ვალუტაში.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.