სადეპოზიტო სერტიფიკატი

თუ გაქვს გარკვეული თანხა, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში არ გჭირდება, შეიძინე რე|ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი და მიიღე მაღალი საპროცენტო სარგებელი. 

იმის მიხედვით, როდის გსურს სარგებლის მიღება, ირჩევ საპროცენტო ან დისკონტურ სადეპოზიტო სერტიფიკატს.

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატს ნომინალურ ფასად ყიდულობ. ბანკი კი საპროცენტო სარგებლს ყოველ თვე გიხდის.

დისკონტურ სადეპოზიტო სერტიფიკატს ყიდულობ დისკონტურ (შეღავათიან) ფასად. ვადის ბოლოს კი იღებ სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას. შენი მოგება სწორედ ნომინალურ და დისკონტურ ღირებულებას შორის სხვაობაა.

სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო მისი ნომინალური ღირებულების 0.1%, მინიმუმ, 20 ლარია.

სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვის საკომისიო კი ასე განისაზღვრება - დასრულებამდე დარჩენილი ვადის/უახლოესი ვადის სერტიფიკატის შესაბამის საპროცენტო განაკვეთს ემატება 3%.

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია 5 000 ერთეულზე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იცვლება სადეპოზიტო სერტიფიკატის მოცულობის, ვადის და საპროცენტო სარგებლის გატანის პერიოდულობის მიხედვით.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.


პირობა 3 - 5
თვე
6 - 8
თვე
9 - 11
თვე
12 - 14
თვე
15-17
თვე
18 - 20
თვე
21-23
თვე
24
თვე
დისკონტური 11.20% 11.65% 11.85% 12.10% 12.30% 12.55% 12.75% 12.85%
დისკონტური (ეფექტური) 11.57%-დან 11.87%-დან 11.91%-დან 11.99%-დან 12.01%-დან 12.07%-დან 12.08%-დან 12.12%-დან
საპროცენტო 11.10% 11.40% 11.45% 11.50% 11.55% 11.60% 11.65% 11.70%
საპროცენტო (ეფექტური) 11.68%-დან 12.01%-დან 12.07%-დან 12.13%-დან 12.18%-დან 12.24%-დან 12.29%-დან 12.35%-დან
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მალე დაგიკავშირდებით

Enter Code

Code validation