მოთხოვნამდე მაქსი|ანაბარი
ანაბარზე არსებულ თანხას შეუზღუდავად განკარგავთ თქვენი საჭიროებისამებრ;

ანაბარზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თანხის დამატება, ასევე, გამოტანა ან გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებს შორის;

საპროცენტო სარგებელს ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ ყოველთვიურად;

მოთხოვნამდე ანაბარი იხსნება მინიმუმ 10 ერთეულით შესაბამის ვალუტაში, ყოველთვიური მომსახურების საკომისიო კი 0.5 ერთეულია, შესაბამის ვალუტაში.

ტოპ|ქარდის მფლობელებისთვის მოთხოვნამდე ანაბარზე საპროცენტო სარგებელი არის: ლარში - 7%, დოლარში 1.5%, ევროში 0.5%

* ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია შემდეგი მაგალითის მიხედვით: ანაბრის გახსნისას მომხმარებელს შეაქვს 1000 ერთეული და ყოველი თვის პირველ რიცხვში საანაბრე ანგარიშს ამატებს 1000 ერთეულს; 

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.

პირობა პროცენტი
წლიური საპროცენტო განაკვეთი 6.75%
ეფექტური 6.49%-დან
გახსენით ანაბარი |
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მალე დაგიკავშირდებით

Enter Code

Code validation