ოფიციალური შეტყობინება

წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ვებ გვერდზე შესვლით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად და უპირობოდ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. ამასთან, სს „პაშა ბანკი საქართველო“  უფლებამოსილია, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებების შესახებ შეტყობინება გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით), ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ვებ გვერდზე მოცემული წესები და პირობები და თქვენი ყოველი მომდევნო შემოსვლა ნიშნავს ავტომატურ თანხმობას შეცვლილ პირობებზე.

წინამდებარე ვებ გვერდზე კონკრეტული მომსახურება/პროდუქტები შეიძლება რეგულირდებოდეს სპეციალური საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალისტის კონსულტაცია.

 

ტერმინთა განმარტება

გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

თქვენ/მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე ვებ გვერდითა და სს „პაშა ბანკ საქართველოს“ ნებისმიერი მომსახურებით.

ჩვენ/ბანკი - სს „პაშა ბანკი საქართველო“, საიდენტიფიკაციო კოდი - 404433671;

ვებ გვერდი - www.rebank.ge;

ინფორმაცია - ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა მომხმარებელს ნებისმიერი ფორმით ბანკისგან ან/და მისი ნებისმიერი თანამშრომლისაგან, მათ შორის და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია წინამდებარე ვებ გვერდზე. ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმითა და სახით, მათ შორის, წერილების, დასკვნების, ანალიტიკური მასალების, კვლევის შედეგების, სქემებისა და გრაფიკების, წესდებისა და ხელშეკრულებების, აგრეთვე, სხვადასხვა დოკუმენტის სახით როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ან ზეპირი ფორმით.

მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ბანკისა და მომხმარებლისა, მათ შორის და არა მხოლოდ, ფიზიკური და იურიდიული პირები, საჯარო დაწესებულებები;

მხარე/მხარეები  - ბანკთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი;

კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

 

შეთანხმება

წინამდებარე გვერდზე განთავსებული შეთანხმება არეგულირებს ვებ გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ბანკის მიერ შემოთავაზებულ ელექტრონულ სერვისებს, პროდუქტებსა და განთავსებულ ინფორმაციასთან დაშვების საკითხებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენსა და თქვენ შორის გაფორმებულია კონკრეტული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, წინამდებარე წესები იმოქმედებს კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა და ვებ გვერდის გამოყენება

ბანკი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარი ზიანისათვის, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს და არ შემოიფარგლება, მატერიალურ ან/და არამატერიალურ, სახელშეკრულებო ან/და არა სახელშეკრულებო ზიანს და სხვა.  ამასთან, თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი მოპოვებული ინფორმაციის დაცვასა და შენახვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, უზრუნველყოს წინამდებარე ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტე, იგი პასუხისმგებელი არ არის განთავსებული ინფორმაციის  სიზუსტის, დროულობის, სისრულის ან თანამიმდევრულობისათვის.

ვებ გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, არ გაავრცელოთ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე, ვებ გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება ან/და დიზაინი; არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ გვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.

მომხმარებელს მკაცრად ეკრძალება წინამდებარე ვებ გვერდისა და მასზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, ელექტრონული მონაცემების არასანქცირებული გამოყენება, ასევე, ელექტრონულ სისტემაში არასანქცირებული შესვლა. იმ გარემოების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მიერ წინამდებარე ვებ გვერდის გამოყენება არ შეესაბამება ამ დოკუმენტით ან თქვენთან გაფორებული კონკრეტული ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებს, ბანკი უფლებამოსილია, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს მომხმარებლისათვის წინამდებარე ვებ გვერდითა და წესებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება და მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

ვებ გვერდზე რეგისტრაციისას, თქვენ ვალდებული ხართ, არ გადასცეთ მესამე პირს თქვენ მიერ გამოყენებული მომხმარებელი და პაროლი. მსგავს შემთხვევაში, ბანკი არ არის პასუხისმგებელი როგორც სისტემაში არაავტორიზებული შესვლისათვის,  ასევე, არასანქცირებული შესვლით გამოწვეული ზიანისათვის, თუ წინამდებარე წესებით ან/და კონკრეტული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ვებ გვერდის გამოყენებისას, მომხმარებელს ეკრძალება უკანონო/თაღლითური ქმედება; ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი; ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც ეწინააღმდეგა ბანკისა და ნებისმიერი მესამე პირის საქმიან რეპუტაციას ან/და მოქმედ კანონმდებლობა.  აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი შედეგი წარმოადგენს მხოლოდ თქვენს პასუხისმგებლობას. ამასთან, მომხმარებლის ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ გვერდზე შესაღწევად გამოყენებული ნებისმიერი საშუალების გაუმართაობა.

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, შესაძლოა, მოიცავდეს სამომავლო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება ბანკის მენეჯმენტის გათვლებს და შეეხება ისეთ სამომავლო საკითხებს, როგორიცაა ბანკის ეკონომიკური შედეგები, ბიზნეს გეგმები და სტრატეგიები. აღნიშნული პროგნოზები, შესაძლოა, უკავშირდებოდეს გარკვეულ რისკებს და მოცემული მომენტისთვის უცნობი მიზეზებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მივიღოთ პროგნოზირებულისგან მატერიალურად განსხვავებული ფაქტობრივი შედეგები. მიმდინარე შედეგებში სხვაობის გამომწვევი გარემოებები შესაძლოა იყოს (თუმცა არ შემოიფარგლებოდეს): ახალი რეგულაციები, კონკურენტული გარემო, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა ფაქტორები, შესაბამისად, ბანკის მიერ ან ბანკის სახელით, აქციონერების, დირექტორების, ოფიცრების, თანამშრომლების, წარმომადგენლების მიერ ან/და მათი სახელით არ გაიცემა პირდაპირი ან ირიბი გარანტია ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და მოსაზრებების სიზუსტესთან, სისრულესთან ან სისწორესთან დაკავშირებით.

ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული წესები და პირობები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციისთვის. ამგვარი ინფორმაცია არ წარმოადგენს ბანკის მხრიდან თქვენდამი შეთავაზებას, რომ შეიძინოთ, გაყიდოთ ან/და მიიღოთ ამგვარი ფინანსური ინსტრუმენტები ან/და მომსახურება. ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის სისწორეზე, რომელიც მიღებულია გარე რესურსებისგან.

ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ასევე  არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რეკომენდაცია თანხის მიღებასა და განკარგვასთან, ნებისმიერი გარიგების გაფორმებას ან საინვესტიციო საკითხთან მიმართებით.

 

ინფორმაცია მესამე პირების შესახებ

ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია მესამე პირების/პარტნიორი კომპანიების შესახებ გამიზნულია მხოლოდდამხოლოდ მომხმარებლის ინფორმირებისათვის. ბანკი უფლებამოსილია, ვებ გვერდზე განათავსოს მომხმარებლისათვის სასარგებლო ბმულები, რომელთა გამართულ ფუნქციონირებასა და შემადგენელ ინფორმაციაზე ბანკი იხსნის პასუხისმგებლობას.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვინაიდან ვებ გვერდზე განთავსებულ ბმულებზე საკუთრების უფლება გააჩნიათ მესამე პირებს, მათზე შეიძლება ვრცელდებოდეს წინამდებარე დოკუმენტისაგან განსხვავებული წესები. შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებულია, დამოუკიდებლად გაეცნოს აღნიშნულ პირობებს.

მომხმარებელი სარგებლობს აღნიშნული ბმულებით მხოლოდ პირადი რისკით და ბანკი არ იღებს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას ბანკის ვებ გვერდზე განთავსებული მესამე პირების/პარტნიორი კომპანიების მიერ მათ შესახებ მოწოდებულ ინფორმაციასთან, ასევე, ინტერნეტგვერდების შინაარსთან, გამოყენებასთან ან ხელმისაწვდომობასთან მიმართებით.

ინტელექტუალური საკუთრება

ბანკის საავტორო უფლებები სრულად ვრცელდება წინამდებარე ვებ გვერდსა და მასზე არსებულ შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე ბანკის მიერ შექმნილი და რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის, მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე და არამხოლოდ.

შესაბამისი წერილობითი თანხმობის გარეშე, ნებისმიერ პირს ეკრძალება ბანკის ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, ლოგოს, სურათის, პატენტის, გამოსახულების, პიქტოგრამის, გრაფიკის, სასაქონლო ნიშნების, ბანკის მიერ შექმნილი ვიზუალური მედიის, დიზაინის ან/და სხვა ნებისმიერი ტიპის ინტელექტუალური საკუთრების არასანქცირებული გამოყენება.

ინტელექტუალური საკუთრების ვებ გვერდზე მითითება არ ნიშნავს  მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. თუ წინამდებარე წესებითა და მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აკრძალულია ვებ გვერდის შინაარსის ნებისმიერი საშუალებით ან ფორმით რეპროდუცირება, წარმოდგენა, გავრცელება ან გაუვრცელებლობა, მთლიანად ან ნაწილობრივ. ამასთან, ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება დაიშვება მხოლოდდამხოლოდ პირადი არაკომერციული მიზნებისათვის და ისიც მხოლოდ მასზე საავტორო/ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე პირის მითითებით.

იმ შემთხვევაში, თუ ბანკის რომელიმე ვებ გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩატის, ინტერაქციისა თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, მომხმარებელი ვალდებულია, აღნიშნული არხების საშუალებით დააფიქსიროს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობს ინტელექტუალურ საკუთრებას ან აქვს შესაბამისი პირის თანხმობა.

ბანკის ვებ გვერდზე განთავსებული მესამე პირების შესახებ ინფორმაცია (ლოგო/სახელები/სასაქონლო ნიშნები) შეიძლება წარმოადგენდეს ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელზეც უფლება გააჩნიათ მხოლოდდამხოლოდ აღნიშნულ მესამე პირებს. ამასთან, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც სამოქალაქო სამართლებრივ, ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისათვის.

 

კონფიდენციალურობა

ბანკი მომხმარებლისაგან პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ეფექტური მომსახურების  გასაწევად. ამასთან, პირადი ინფორმაციის მიღება და დამუშავება ხორციელდება თქვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ბანკი ზრუნავს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვინაიდან თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, ბანკი იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, ამ მონაცემების ბანკისთვის მიწოდების ეტაპზე.

მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ბანკის მიერ შეფასების მომზადების, სტატისტიკის წარმოებისა და მომსახურების ხარისხის ანალიზისთვის, სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის. ამასთან, მსგავსი ტიპის ინფორმაცია მესამე პირზე გაიცემა მხოლოდდამხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის, თქვენსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის, ან/და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროის მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ ბანკში დაცული ცნობების თაობაზე.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკისთვის მინიჭებულ უფლებას - გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ გვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ მომსახურების თაობაზე.

 

გამოყენებული სამართალი

წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეთანხმების ნებისმიერი ნაწილის/პუნქტის/კონკრეტული შინაარსის ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას.  

დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან, მიაღწიონ კონსესუსს მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის  შემთხვევაში, დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

კონტაქტი

ნებისმიერი კითხვის, რეკომენდაციის ან/და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ გვერდზე მითითებულ ინფორმაციას,  გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ლეონიძის ქ., N2 / გ. ტაბიძის ქ,. N1, 0105, თბილისი, საქართველო

[email protected] | (+995 32) 222 25 25 | *2525

 

 

 

 

 

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მალე დაგიკავშირდებით

Enter Code

Code validation