11 აპრილიდან ტოპ|ქარდის ახალ მომხმარებლებს ბარათის აღებისას შეეძლებათ ყველგან გადაიხადონ ბარათით და ხარჯი მინიმუმ 3 თვეზე გადაანაწილონ, თანაც გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად.
3-თვიანი აქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია მიმდინარე, ყოველდღიური ხარჯებისა და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. აქცია ვრცელდება როგორც ტოპ|ქარდის პარტნიორ, ასევე არა-პარტნიორ ობიექტებზეც.
თავისთავად, იმ პარტნიორ ობიექტებში, სადაც 3 თვეზე მეტ ვადაზე ნაწილდება ხოლმე ხარჯი, არაფერი შეიცვლება და მომხმარებლები სრულად ისარგებლებენ მიმდინარე შეთავაზებით.
ტოპ|ქარდის მოთხოვნისას ახალ მომხმარებელს 6-თვიანი აქციის არჩევაც შეუძლია - ამ შემთხვევაში ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, რა თქმა უნდა, გაძვირების გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.
ტოპ|ქარდის მომხმარებლები სხვა მიმდინარე აქციებითაც სარგებლობენ:
- 15 აპრილის ჩათვლით ფარმადეპოში, ჯპს-ში და ავერსში გადახდილ 50 და მეტ ლარზე ქეშბექის სახით ბრუნდება 5 ლარი;
- 30 აპრილის ჩათვლით რე|ბანკის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების პარტნიორ მაღაზიებში დანახარჯი 6 თვეზე გადანაწილდება 3 თვის ნაცვლად.
- 7 მაისის ჩათვლით ვენდუზე (vendoo.ge) ტოპ|ქარდით გადახდისას ნებისმიერი შენაძენზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება (მაქს. 100 ლარის ოდენობით), დამატებით კი, ფასდაკლებული ფასი 3 თვეზე უფასოდ გადანაწილდება, ეფექტური 0%-ად.
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.
ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.
რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, აფთიაქები, პარფიუმერია, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები და სხვა. პარტნიორ მაღაზიებში ტოპ|ქარდით შოპინგისას გადახდილი თანხა გადანაწილდება 3-12 თვემდე პერიოდზე. კონკრეტულ პარტნიორთან რეკომენდებული თვეების გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525.
ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3uu1bNH და ასევე, რე|ბანკის გაყიდვების წერტილებში და ფილიალებში:
თბილისი, პეკინის გამზირი #19
თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5
მისამართები სრულად: https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/
მიიღე საინტერესო
შეთავაზებები
გადმოწერე მობაილ აპლიკაცია
ი.ჭავჭავაძის გამზ. 37მ, 0179, თბილისი, საქართველო
სს „პაშა ბანკი საქართველო“, ს/კ 404433671
მიიღე საინტერესო
შეთავაზებები
რე|ბანკი
სიახლეები
სოციალური პასუხისმგებლობა
კონტაქტი
ფილიალები და ბანკომატები
მობაილ და ინტერნეტ ბანკი
ტარიფები
ვალუტის კურსები
3D უსაფრთხოება
ხშირად დასმული კითხვები
პირობები
გადმოწერე მობაილ აპლიკაცია
EN
© 2007-2022 სს „პაშა ბანკი საქართველო“, ს/კ 404433671