სკოლის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მოსამზადებელი პერიოდი კი არც ისე მარტივია. ყოველ ახალ სასწავლო წელს სულ უფრო მეტი რამ გვაქვს საყიდელი. გონებაში ვალაგებთ საყიდლების ვრცელ სიას და მაინც, წამითაც არ გვტოვებს იმის განცდა, რომ რაღაც უეჭველად გვავიწყდება.
გვითხარი, რამდენი შემოთავაზება მიიღე უკვე? რთულია ხომ, მიხვდე, ვინ რას გთავაზობს და შენ რეალურად რა გჭირდება.
ჰოდა რომ არ დაიბნე, გადავწყვიტეთ, საყიდლების მზა სია შემოგთავაზოთ და პროცესი კიდევ უფრო რომ გაგიმარტივოთ, აქვე შენთვის სასურველ შეთავაზებებსაც გაგაცნობთ. რაც ყველაზე მთავარია, შენს ყველა ხარჯს ტოპ|ქარდით მარტივად გაანაწილებ თვეებზე.
აბა, დავიწყეთ:
1. ზურგჩანთა
ბევრი რომ არ ეძებო, ველი სთორის ონლაინ მაღაზიაში back-to-school-ის ცალკე კატეგორია დაგხვდება, სადაც ზურგჩანთების მრავალფეროვანი არჩევანია. რა მარტივია, არა? სახლიდან გაუსვლელად ირჩევ შენთვის სასურველ ზურგჩანთას და თანხას ტოპ|ქარდით 3 თვეზე ანაწილებ.
2. პენალი
უკვე იცი, როგორი პენალი მოსწონს შენს შვილს? ან რა ნივთები დასჭირდება? ბიბლუსში ფერის, დიზაინისა თუ ზომის მიხედვით მარტივად აარჩევ სასურველს, თანაც ყველა საჭირო ნივთით დახუნძლულს. სამზადისი რომ უფრო გაგიმარტივდეს, ბიბლუსი ყოველდღიურად ახალ-ახალ ფასდაკლებებს გთავაზობს. არ გამოტოვო სასურველი შეთავაზებები, ხომ იცი, ტოპ|ქარდით ნებისმიერ დროს მარტივად იყიდი.
3. ლანჩბოქსი
სწავლის დროს შესვენება ყველას გვჭირდება, ძალების მოსაკრებად კი ჯანსაღად წახემსება აუცილებელია. მინისოში ისეთი ლანჩბოქსებია, შენი შვილი სტაფილოს და ბროკოლსაც კი სიხარულით შეჭამს. ახლა შენ მოიფიქრე, ონლაინ აარჩევ თუ ადგილზე იყიდი. ტოპ|ქარდით ნებისმიერ შემთხვევაში 3 ნაწილად დაფარავ ხარჯს. არ დაგავიწყდეს, მინისოში ყოველი მეხუთე შენაძენი შენი საჩუქარია.
4. ლეპტოპი
როცა უკვე ზუსტად გაქვს გადაწყვეტილი, რომელი მოდელის შეძენაც გინდა, ალბათ ფასიც უკვე იცი. ჰო, არც ისე პატარა ხარჯია. მაგრამ რატომ უნდა გადაიხადო მთლიანად, როცა შეგიძლია, ალტაში ტოპ|ქარდით ხარჯი 6 თვეზე გაანაწილო. თან ახლა ლეპტოპებზე და აქსესუარებზე ისეთი კარგი ფასდაკლებები აქვთ... გაიმარტივე შოპინგი ტოპ|ქარდით!
5. მაგიდა
თუ სამეცადინო მაგიდა არ გაქვს, ან ძველის ახლით შეცვლას ფიქრობ, იუსკს უნდა ესტუმრო. როგორიც არ უნდა იყოს შენი სახლის ინტერიერი, მის შესაფერისს აუცილებლად იპოვი. რაც მთავარია, მიმდინარე ფასდაკლებებითაც ისარგებლებ და სკამიც შეგიძლია გამოაყოლო. ტოპ|ქარდით შეძენისას შენი ხარჯები სამ ტოლ ნაწილად გაიყოფა.
6. ტანსაცმელი
გარდერობის განსაახლებლად თუ შენც ახალი სასწავლო წლის მოსვლას დაელოდე, ალბათ ბევრი რამ დაგიგროვდა საყიდელი. თუმცა ვაიკიკის ახალ კოლექციაში ყველაფერს ნახავ. თანაც სპეციალური პირობითაც ისარგებლებ - 60%-მდე ფასდაკლების გარდა, ორი ნივთის შეძენისას, მესამეს საჩუქრადაც მიიღებ. არ დაიბნე, ტოპ|ქარდით ყველაფერს მარტივად გაუმკლავდები და ხარჯებსაც 2 თვეზე გაანაწილებ.
ხომ ხედავ, ზოგჯერ სასკოლო სამზადისი არც ისეთი რთულია, თუ ტოპ|ქარდი გაქვს.
ტოპ|ქარდით შეგიძლია ყველა შეთავაზებით ახლავე ისარგებლო და შენი ხარჯები თვეებზე გადაანაწილო.
გარდა იმ მაღაზიებისა, რომლებზეც უკვე მოგიყევით, ტოპ|ქარდის პირობებით სარგებლობა რე|ბანკის 2500+ პარტნიორ ობიექტშიც შეგიძლია. შენს ხარჯს მინიმუმ 3 თვეზე გადაანაწილებ, ეფექტურ 0%-ად, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
თუ ჯერ არ ხარ ტოპ|ქარდის მომხმარებელი, შეავსე განაცხადი 2 წუთში და შეუკვეთე ბარათი სასურველი ლიმიტით. თუ ტოპ|ქარდს ახლა აიღებ, შეგიძლია პირველი შენაძენის აქციითაც ისარგებლო და არაპარტნიორთან გადახდილი თანხაც 6 თვეზე გაანაწილო.
აბა, წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
მიიღე საინტერესო
შეთავაზებები
გადმოწერე მობაილ აპლიკაცია
ი.ჭავჭავაძის გამზ. 37მ, 0179, თბილისი, საქართველო
სს „პაშა ბანკი საქართველო“, ს/კ 404433671
მიიღე საინტერესო
შეთავაზებები
რე|ბანკი
სიახლეები
სოციალური პასუხისმგებლობა
კონტაქტი
ფილიალები და ბანკომატები
მობაილ და ინტერნეტ ბანკი
ტარიფები
ვალუტის კურსები
3D უსაფრთხოება
ხშირად დასმული კითხვები
პირობები
გადმოწერე მობაილ აპლიკაცია
EN
© 2007-2024 სს „პაშა ბანკი საქართველო“, ს/კ 404433671