Rebank GE

სტაჟირება ჩვენთან
გააზიარე
youth Activities
აღწერა
რე|ბანკის სტაჟირების პროგრამა შენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენ გთავაზობთ სტაჟირების განსხვავებულ, ანაზღაურებად პროგრამებს სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობით.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩავრთავთ თეორიული და პრაქტიკული სწავლების საინტერესო პროგრამებში.
რე|ბანკში სტაჟირების ადგილების შეზღუდულია და შერჩევა კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.
შეგიძლია დაელოდო სტაჟირების ვაკანსიას ან წინასწარ შეავსო განაცხადი და აირჩიო შენთვის საინტერესო სფერო. შესაბამისი ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში დაგიკავშირდებით და ჩაგრთავთ შერჩევის პროცესში, თუ შენი მონაცემები დააკმაყოფილებს მიმართულების მოთხოვნებს.
პირობები
🎓
მინიმალური მოთხოვნები
ინგლისური ენის კარგი ცოდნა (B1 - Intermediate დონე); განათლება - ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
სტაჟირების ხანგრძლივობა
3-6 თვე
🕒
სამუშაო გრაფიკი
სრული ან ნახევარი განაკვეთი
პროგრამები
🦸‍
სტანდარტული სტაჟირების პროგრამა
პროგრამა ცხადდება კონკრეტული მიმართულებით სტაჟიორის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში. თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გარდა, ამ პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები უზრუნველყოფილი იქნებიან უშუალო ხელმძღვანელის/მენტორისა და გუნდის წევრების სრული მხარდაჭერით.
იხილეთ ვაკანსიები
🦸‍♂️
ფრონტ-ოფისის სტაჟირების პროგრამა
ფრონტ-ოფისის სტაჟირების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების კურსს. სტაჟირება შედგება 2 ეტაპისგან. თეორიული კურსის შემდგომ ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სტაჟიორები გადადიან მეორე, პრაქტიკული სწავლების (სტაჟირება სამუშაო ადგილას) ეტაპზე. შესაბამისი ვაკანტური პოზიციის გამოჩენისთანავე წარმატებულ და მოტივირებულ სტაჟიორებს მიეცემათ რე|ბანკში კარიერის განვითარების შესაძლებლობა.
იხილეთ ვაკანსიები

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

Google Play
rebank

ი.ჭავჭავაძის გამზ. 37მ, 0179, თბილისი, საქართველო

სს „პაშა ბანკი საქართველო“, ს/კ 404433671

icon
icon
icon
icon
card

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები


rebank

ი.ჭავჭავაძის გამზ. 37მ, 0179, თბილისი, საქართველო

icon
icon
icon
icon
qr code for application

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

card
language

EN

© 2007-2024 სს „პაშა ბანკი საქართველო“, ს/კ 404433671