12 აპრილი, 2022
აქცია ტოპ|ქარდის ახალი მომხმარებლებისთვის
news

აიღე ტოპ|ქარდი და გადაანაწილე პირველი თვის ყველა ხარჯი 3 თვეზე, თანაც გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.

                        მოითხოვე ბარათი

თავისთავად, იმ პარტნიორ ობიექტებში, სადაც 3 თვეზე მეტ ვადაზე ნაწილდება ხარჯი, არაფერი შეიცვლება და მომხმარებლები სრულად ისარგებლებენ მიმდინარე შეთავაზებით.

ტოპ|ქარდის მოთხოვნისას ახალ მომხმარებელს 6-თვიანი აქციის არჩევაც შეუძლია - ამ შემთხვევაში ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, რა თქმა უნდა, გაძვირების გარეშე. 

ტოპ|ქარდის მომხმარებლები სხვა მიმდინარე აქციებითაც სარგებლობენ:

- მასტერქარდის აქცია - 10% ქეშბექი მთელი აგვისტოს განმავლობაში პარტნიორ: აფთიაქებში, ბენზინგასამართ სადგურებში და სუპერმარკეტებში;

- 50₾ მომენტალური ქეშბექი Veli.store-ზე მინიმუმ 200 ლარიან შენაძენზე;

- 35% ფასდაკლება ფრანკო ფონტანაში შერჩეულ კოლექციაზე.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, აფთიაქები, პარფიუმერია, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები და სხვა. პარტნიორ მაღაზიებში ტოპ|ქარდით შოპინგისას გადახდილი თანხა გადანაწილდება 3-12 თვემდე პერიოდზე. კონკრეტულ პარტნიორთან რეკომენდებული თვეების გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525.

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ გვერდზე: https://rbnk.ge/3Months და ასევე, რე|ბანკის გაყიდვების წერტილებში და ფილიალებში:

თბილისი, პეკინის გამზირი #19

თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ

ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55

ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

მისამართები სრულად:  https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

Google Play
card

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები


qr code for application

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

card