ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა GROW
📍
ადგიმდებარეობა
ქ. თბილისი
🟢
პოზიციის ტიპი
ნახევარი განაკვეთი
📌
დეპარტამენტი
გაყიდვების დეპარტამენტი & დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტი
ბოლო ვადა
3 ნოემბერი
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა GROW

რას გთავაზობს ფრონტ-ოფისის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა GROW?!

  • თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას
  • მენტორების სრულ მხარდაჭერას
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
  • მყუდრო გარემოსა და ღია ურთიერთობებს

რა ეტაპებისგან შედგება GROW?!

  • თეორიული კურსი - კურსის დასრულების შემდეგ მოხდება პროგრამაში მონაწილეთა ტესტირება
  • პრაქტიკული სწავლება (სტაჟირება სამუშაო ადგილას) - ამ ეტაპზე გადავლენ თეორიული კურსის ტესტირებაში კარგი შედეგების მქონე სტაჟიორები

რა პოზიციებს ფარავს GROW?!

  • გაყიდვების ოფიცერი (გარე გაყიდვების წერტილებზე საბანკო პროდუქტების გაყიდვა)
  • დისტანციური გაყიდვების ოპერატორი (სატელეფონო ზარის მეშვეობით საბანკო პროდუქტების გაყიდვა)
  • დისტანციური მომსახურების ოპერატორი (სატელეფონო ზარის მეშვეობით კლიენტების მომსახურება)
  • საცალო საბანკო სერვისების ოპერატორი (კლიენტების სრული მომსახურება)

რა მოთხოვნები აქვს GROW-ს?!

  • განათლება - ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
  • ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილ დონეზე ფლობა; ინგლისური ენის კარგად (მინიმუმ Intermediate დონე) ფლობა
  • უნარები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაციის კარგი უნარები



შესაბამისი ვაკანტური პოზიციის გაჩენისთანავე წარმატებულ და მოტივირებულ სტაჟიორებს მოგეცემათ ჩვენს ბანკში კარიერის განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ან გაგვიზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მოცემულ ბმულზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

შერჩევის პროცესი
სტანდარტულად, შერჩევის პროცესი შედგება ქვემოთ მოცემული ეტაპებისგან. თუმცა, პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, შერჩევის პროცესს შესაძლოა გამოაკლდეს ან დაემატოს საფეხურები.
🎯
ვაკანსიაზე მიღებული რეზიუმეების გადარჩევა
💻
ქცევითი კითხვარი
✔️
ტესტირება და/ან დავალება
🤝
გასაუბრება
💌
რეკომენდაციების მოძიება
შეთავაზების გაკეთება

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

Google Play
card

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები


qr code for application

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

card