Rebank GE

მომსახურების ხარისხის უმცროსი ანალიტიკოსი
📍
ადგიმდებარეობა
ქ. თბილისი
🟢
პოზიციის ტიპი
სრული განაკვეთი
📌
დეპარტამენტი
დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტი
ბოლო ვადა
6 სექტემბერი
მომსახურების ხარისხის უმცროსი ანალიტიკოსი

რა დაგხვდებათ ჩვენთან?!

  • საერთაშორისო, გამოცდილი და მეგობრული გუნდი
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა
  • კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა

რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!

  • მომსახურების ხარისხის ანალიტიკოსთან ერთად, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით, კლიენტებთან შემდგარი ინტერაქციების შეფასება (ზარი, ჩატი, მესინჯერი, ელ. ფოსტა)
  • მონაწილეობის მიღება კლიენტთა მომსახურების ხარისხის შეფასების სტანდარტების დანერგვასა და გაუმჯობესებაში
  • კლიენტებთან შემდგარი ინტერაქციის კომუნიკაციისა და კომპეტენციის დეტალების ანალიზი, დისტანციური ბანკინგის ჯგუფის წევრებისთვის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი უკუკავშირის მიცემა და საუკეთესო მომსახურების ხარისხის სტანდარტების შეთავაზება
  • არსებული და ახალი თანამშრომლების მხარდაჭერა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში
  • სერვისის ხარისხის ანალიტიკოსის ხელმძღვანელობით ცოდნის ბაზის მართვა, არსებული პროცედურებისა და სტანდარტების შიდა მოხმარებისთვის ადაპტირება, გამარტივება, ოპტიმიზაცია
  • კლიენტებთან დაკავშირებული ინციდენტების, პრობლემებისა და საჩივრების გაანალიზებაში მონაწილეობის მიღება.  პერიოდული რეპორტების მომზადება
  • საჭიროებისამებრ მონაწილეობის მიღება დისტანციური ბანკინგის თანამშრომლებისთვის ტრენინგისა და ტესტირების მასალის შექმნასა და ჩატარებაში; მომსახურების სკრიპტების შექმნა კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით

რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!

  • სამუშაო გამოცდილება: საბანკო ან სამომხმარებლო სექტორის ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში
  • ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის (B2-Upper-Intermediate) დონეზე ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ტექნიკური ცოდნა: MS Office პროგრამების, განსაკუთრებით კი Excel-ის კარგი ცოდნა

რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!

  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

შერჩევის პროცესი
სტანდარტულად, შერჩევის პროცესი შედგება ქვემოთ მოცემული ეტაპებისგან. თუმცა, პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, შერჩევის პროცესს შესაძლოა გამოაკლდეს ან დაემატოს საფეხურები.
🎯
ვაკანსიაზე მიღებული რეზიუმეების გადარჩევა
💻
ქცევითი კითხვარი
✔️
ტესტირება და/ან დავალება
🤝
გასაუბრება
💌
რეკომენდაციების მოძიება
შეთავაზების გაკეთება

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

Google Play
card

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები


qr code for application

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

card