Rebank GE

სისტემური ანალიტიკოსი
📍
ადგიმდებარეობა
ქ. თბილისი, სათავო ოფისი
🟢
პოზიციის ტიპი
სრული განაკვეთი
📌
დეპარტამენტი
IT & საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
ბოლო ვადა
5 იანვარი
სისტემური ანალიტიკოსი

რა დაგხვდებათ ჩვენთან?!

  • საერთაშორისო, გამოცდილი და მეგობრული გუნდი
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა
  • კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა

რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!

  • ბიზნესთან და დამკვეთთან კომუნიკაცია, მოთხოვნების შესწავლის მიზნით
  • ბიზნესის მოთხოვნის მიხედვით ტექნიკური გადაწყვეტის დაგეგმვა საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიზნით
  • არსებული სისტემებისა და ბიზნეს პროცესების შესწავლა და ხარვეზების იდენტიფიცირება, რათა დროულად აღმოიფხვრას პრობლემა
  • აქტიური ჩართულობა პროდუქტის დეველოპერებთან და ტესტერებთან, რათა გამოვლინდეს და განხორციელდეს პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობები სამუშაოსა და მიწოდების ვადების ოპტიმიზაციისთვის და ასევე გაუმჯობესდეს ტესტირების პროცესი
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება პროდუქტის სამუშაო გუნდისთვის; ასევე პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით
  • ბიზნეს მოთხოვნების დოკუმენტაციის მომზადება Use Case ებისა და User Story-ების მიხედვით,  პროცესებისა და სისტემების დიზაინის აღწერა დიაგრამების დონეზე
  • დიაგრამებთან მუშაობა (მონაცემთა მიმოცვლის ოპტიმიზაციისათვის) BPMN, UML, ERD, C4 Model
  • პროექტის მიზნების, შედეგების, მოთხოვნების განსაზღვრა; ამოცანების დასახვა, საჭირო რესურსის წინასწარ შეფასება

რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!

  • განათლება- ბაკალავრის ხარისხი პროგრამული უზრუნველყოფის, კომპიუტერული ინჟინერიის, პროექტების მართვის, ან მომიჯნავე სფეროში
  • სამუშაო გამოცდილება - მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
  • ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ B2-Upper Intermediate დონეზე ცოდნა
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები- საბანკო ქორ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; კონფლუენსთან მუშაობის გამოცდილება; ჯირასთან მუშაობის გამოცდილება; DB Normal Forms თეორიული ცოდნა; API მუშაობის გამოცდილება; BPMN 2.0; UML; ERD; C4 Model

რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდთან მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესსა და შეზღუდულ დროში მუშაობის შესაძლებლობა
  • მოქნილობა
  • სწრაფად ათვისების უნარი


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შერჩევის პროცესი
სტანდარტულად, შერჩევის პროცესი შედგება ქვემოთ მოცემული ეტაპებისგან. თუმცა, პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, შერჩევის პროცესს შესაძლოა გამოაკლდეს ან დაემატოს საფეხურები.
🎯
ვაკანსიაზე მიღებული რეზიუმეების გადარჩევა
💻
ქცევითი კითხვარი
✔️
ტესტირება და/ან დავალება
🤝
გასაუბრება
💌
რეკომენდაციების მოძიება
შეთავაზების გაკეთება

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

Google Play
card

მიიღე საინტერესო

შეთავაზებები


qr code for application

გადმოწერე მობაილ აპლიკაცია

card